"რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“ - კონფერენცია

21 ნოემბერი 2025, 14:49 249 ნახვა

ბათუმის ბულვარი რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით, "რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“ მასპინძლობს.

თემატური პრეზენტაციები რეკრეაციული სივრცეების განვითარებას ეხებოდა. განიხილეს შემდეგი საკითხები:  „ლანდშაფტის თავისებურებები და თანამედროვე ტენდენციები“, „მწვანე ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია ურბანულ არქიტექტურაში“, „დეკორატიული მცენარეების როლი რეკრეაციული პარკების მდგრად განვითარებაში“ და სხვა.

კონფერენციას ოფიციალურ პირებთან ერთად, სტუდენტები და გამწვანების სამსახურის სპეციალისტები ესწრებოდნენ. ღონისძიების მეორე დღე ვორქშოფებს და პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე