საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის მოწვევით, თბილისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას და ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის,სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი,დელეგაციასთან ერთად,ასევე ეწვევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებს და მათ საქმიანობას გაეცნობა.