თვითმმართველობებს განვითარება და მეტი ჩართულობა

22 ნოემბერი 2022, 19:24 589 ნახვა

რეგიონების კვირეულის ფარგლებში, რომელიც ორბელიანების სასახლეში გუშინ ,,სვანეთის დღეებით“ გაიხსნა, რამდენიმე პანელური დისკუსია ჩატარდა, რომელიც რეგიონის განვითარების საკითხებს უკავშირდება. ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით ორბელიანების სასახლეში გაიმართა პანელური დისკუსიები სვანეთის თვითმმართველობის, ენერგეტიკის, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ორბელიანების სასახლეში დღეს სვანეთიდან ჩამოსულმა მზარეულებმა შეფმზარეულებისა და სტუდენტებისათვის სვანური სამზარეულოს მასტერკლასი ჩაატარეს და ადგილობრივი ტრადიციული კერძების მომზადების სპეციფიკაზე ისაუბრეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში