“პირველი ავტოგრაფი” - ფესტივალის მესამე დღე

24 ნოემბერი 2022, 14:30 561 ნახვა

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი ,,პირველი ავტოგრაფი’’ გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრის სცენაზე, დღეს ფერიის სკოლის მოსწავლეებმა, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,დედა’’ ითამაშეს. სიუჟეტის ინსცენირება რეჟისორ თეა მორთულაძეს ეკუთვნის.   

აჭარის საჯარო და კერძო  სკოლების მოსწავლეების მიერ  დადგმული სპექტაკლები სხვადასხვა ლოკაციაზე 26 ნოემბრამდე გაიმართება. 

„პირველი ავტოგრაფი“-ს დახურვის ცერემონია ხელოვნების ცენტრში შაბათს გაიმართება, სადაც ჟიური გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში