ხელვაჩაურის მერია ბაღების რეაბილიტაციაზე მილიონ ორასი ათასს დახარჯავს

30 ნოემბერი 2022, 18:16 962 ნახვა

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე ხელვაჩაურის მერია წელს მილიონ 200 ათას  ლარს  ხარჯავს. არემონტებს პირველ საბავშვო ბაღს და  გამაგრებით სამუშაოებს უტარებს ახალსოფლის საბავშო ბაღს, რომელსაც საფრთხე ეზოში მიწის რამდენიმე მეტრით დაწევამ შეუქმნა. ბაღების აღსაზრდელები დროებით ახლო მდებარე სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში გადაანაწილეს.  ბაღების პარალელურად ხელვაჩაურის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაწყებით სკოლებშიც ატარებს. წელს გარემონტდა აგარის სკოლა. სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციისთვის  მუნიციპალიტეტმა თანხები მომავალი წლის ბიუჯეტშიც გაითვალისწინა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი