შშმ პირთა საერთაშორისო დღე - პრემიერის განცხადება

03 დეკემბერი 2022, 10:54 337 ნახვა

შშმ პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი შექმნა.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ 2023 წლიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით, 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უზრუნველყოფს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსების გაზრდას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში