ინდონეზიის კუნძულ იავაზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

04 დეკემბერი 2022, 10:11 345 ნახვა

ინდონეზიის კუნძულ იავას 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა თავს. აშშ-ის გეოლოგიური კვლევების სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ბანჯარიდან 18 კილომეტრის მოშორებით, დედამიწის ზედაპირიდან 112 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ოთხი სახლი კი დაზიანდა. ინდონეზიის კატასტროფების სააგენტომ მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამის შესაძლებლობა გამორიცხა. 

ცნობისთვის, გასულ კვირას კუნძულ იავაზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც სულ მცირე 300 ადამიანი ემსხვერპლა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში