სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან

04 დეკემბერი 2022, 11:15 457 ნახვა

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ბოლო წლების განმავლობაში ამავე დეპარტამენტის მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში