უკრაინელები ქართულს სწავლობენ

05 დეკემბერი 2022, 19:52 742 ნახვა

​პროექტი „ქართული ენის კურსები ბათუმში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინელებისათვის“  დასრულდა.მონაწილეებს  დღეს ქართული ენის  სერთიფიკატები გადაეცათ. 4 თვის განმავლობაში ომის შემდეგ ჩამოსულ უკრაინელებს ქართული ენის გაკვეთილებს კვირაში ორჯერ  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორები უტარებდნენ. პროექტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა, ენის ამერიკული ცენტრთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განახორციელა. იგი ცნობილი ქართველოლოგის, ენათმეცნიერის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნას მიეძღვნა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში