სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნა

07 ნოემბერი 2025, 11:45 165 ნახვა

სტიქიის შედეგად დაზიანებული და ამორტიზებულია საავტომობილო ხიდი სოფელ ქობულეთში, რომელიც მდინარე კინტრიშზე გამავალი ორი ხეობის მოსახლეობას ერთმანეთთან აკავშირებს. როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, რკინის ბურჯები ორი თვის წინ  ღვარცოფმა წაიღო და ხიდზე გადაადგილება ამ დრომდე საფრთხის შემცველია.  ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ხიდის მდგრადობა მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის გატანის გამოც დაირღვა. ისინი შესაბამის უწყებებს დახმარებას სთხოვენ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში წერილობით გვიპასუხეს. მასში აღნიშნულია რომ მიმდინარეობს პროექტირების პროცესი, რომლის დასრულების შემდგომ განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვა. უწყების ინფორმაციით, მოსახლეობა უზრუნველყოფილია ალტერნატიული გზით".

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე