სულხან თამაზაშვილმა ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გამართა

07 ნოემბერი 2025, 11:10 247 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.  

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია თვითმმართველობებთან მაქსიმალური კოორდინაცია, მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება.

შეხვედრებზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განიხილეს მიმდინარე პროექტების და პროგრამების შესრულების დინამიკა. აღინიშნა, რომ რეგიონში თითოეული პროექტი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად უნდა განხორციელდეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში არსებული გამოწვევების ეფექტურ და დროულ გადაწყვეტას.

 

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე