უკანონო თევზჭერის ფაქტი

07 ნოემბერი 2025, 11:46 192 ნახვა

 

ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. უწყების  ინფორმაციით  24-საათიანი, უწყვეტი პატრულირების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ბრაკონიერებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 60 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი.  ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე