ტრამპის ორგანიზაციის ორი კომპანია საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს

07 დეკემბერი 2022, 11:09 376 ნახვა

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილი ორი კომპანია საგადასახადო თაღლითობაში და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში დამნაშავედ ცნო.

ნაფიც მსაჯულთა ორდღიანი განხილვის შემდეგ, ტრამპის ორგანიზაცია ყველა ბრალდებით გაასამართლეს. არც ტრამპი და არც მისი ოჯახის წევრები არ ყოფილან პირადად სასამართლოში.ტრამპმა განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს და აღნიშნა, რომ „იმედგაცრუებულია“.

საქმე ეხება კომპანიების მიერ ტოპ-მენეჯერებისთვის არაოფიციალური შეღავათებით უზრუნველყოფას, როგორიცაა - ძვირადღირებული ავტომობილები, ძვირადღირებული სკოლების გადასახადები. ამით კომპანიები აკომპენსირებდნენ შედარებით დაბალ ხელფასებს და ამცირებდნენ გადასახადების ჯამს, რომელიც უნდა გადაეხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში