კიდევ ერთი გლობალური პანდემია აუცილებლად იქნება - ბაიდენი

15 დეკემბერი 2022, 10:09 380 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიოს კიდევ ერთი გლობალური პანდემია ელოდება.- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, აშშ-აფრიკის ბიზნეს ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას "New York Post"-ი ავრცელებს.

"უკეთ ვართ მომზადებული რომ ჯანმრთელობის გამოწვევებს გავუმკლავდეთ, მათ შორის, მომდევნო პანდემიას, რომელიც აუცილებლად იქნება. ვმუშაობთ "COVID -19"-ის დასასრულებლად, ამასთან, ვაგრძელებთ უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების და ინსტიტუტების მშენებლობას და ვაჩქარებთ ძალისხმევას საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად", - განაცხადა ბაიდენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში