კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა - უკრაინული მედია

19 დეკემბერი 2022, 10:04 519 ნახვა

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა. -  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, ქალაქის თავზე ამ დროისთვის 9 დრონია ჩამოგდებული. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს და საჰაერო განგაში ჯერ კიდევ გრძელდება.

უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში ნიკოლაევის რეგიონშიც განახორციელა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანული კამიკაძე დრონები მიკოლაევის ოლქშიც დააფიქსირეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში