სამმხრივი მინისტერიალი

22 დეკემბერი 2022, 11:36 386 ნახვა

თურქეთში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. მინისტერიალზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ორმხრივი შეხვედრების შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების გარემო და თანამედროვე გამოწვევები, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივი მინისტერიალის კომუნიკეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში