საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანს კოლეგა, სურენ პაპიკიანი მასპინძლობს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს.
თავდაცვის მინისტრების საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა წარმოადგენდა.
ირაკლი ჩიქოვანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ისტორიული მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, დელეგაციებს შორის გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე