ქობულეთში ნაძვის ხეს 25 დეკემბერს აანთებენ

23 დეკემბერი 2022, 15:31 671 ნახვა

"ერთად ავანთოთ ახალი წლის ნაძვისხე"- ასე ჰქვია საახალწლო პროგრამას, რომელიც ქობულეთში, ცენტრალურ მოედანზე 25 დეკემბერს გაიმართება. ნაძვისხე 19 საათზე აინთება. გაიმართება კონცერტიც. მანამდე კი საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კონცერტი და ცეცხლოვანი შოუ მოეწყობა. საახალწლო პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 240 ათასი ლარია გამოყოფილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში