დასაქმების ხელშეწყობის პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოება

16 ოქტომბერი 2025, 14:03 94 ნახვა

აჭარის დასაქმების სააგენტომ ,,დასაქმების ხელშეწყობის პროფესიული მომზადება/გადამზადების’’ პროგრამის კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.

ქვეპროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები და თითოეულ ჯგუფში წარმატებულ კურსდამთავრებულს სამუშაო იარაღი გადაეცათ.

ქვეპროგრამით, სწავლება ითვალისწინებდა პროფესიებს: ელექტროობა, ბუღალტერია, კონდიტერია, ბარის ფუნქციონირება,  კულინარია, მძიმე სამუშაო ტექნიკის ოპერატორი, ვენტილაცია-კონდიცირება და შედუღება.   

სწავლება განხორციელდა  პროგრამაში ჩართული ტურიზმისა და სამშენებლო სფეროში ოპერირებად კომპანიებთან ერთად, პროგრამისთვის შემუშავებული მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდელით, რომელიც  თეორიულ და პრაქტიკულ კურსს მოიცავდა. 

სწავლება კოლეჯ ,,ახალი ტალღა’’- ში მიმდინარეობდა.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში