დონბასში არსებული მდგომარეობა რთულია, ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერილად, ისევ ბახმუტი რჩება - ზელენსკი

27 დეკემბერი 2022, 10:26 406 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში არსებული მდგომარეობა რთულია.

მისივე განმარტებით, ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერილად, ისევ ბახმუტი რჩება. 

„ბახმუტი, კრემენაია და დონბასის სხვა რაიონები ახლა განსაკუთრებულ კონცენტრაციას საჭიროებენ. სიტუაცია იქ უკიდურესად მძიმეა. ოკუპანტები ყველა ხელსაყრელ რესურსს იყენებენ რეგიონის დასაკავებლად. მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს, რომლებიც მედგრად იცავენ თავიანთ პოზიციებს და მტერს მიზნის მიღწევის საშუალებას არ აძლევენ. მადლობას ვუხდი ენერგეტიკის სფეროს თანამშრომლებსმ რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ურაინელებს ელექტროენერგია მიაწოდონ. საოკუპაციო ძლების ქმედებების გამო ენერგოდეფიციტი ისევ არის. ზოგიერთ რაიონში დენი ისევ ითიშება. ღამის მონაცემებით, ელექტრომომარაგება 9 მილიონი ადამიანის შეუწყდა, თუმცა გათიშვების რაოდენობა და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შევამცირეთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში