პეკინის საავადმყოფოები კოვიდპაციენტებით გაივსო

27 დეკემბერი 2022, 11:42 618 ნახვა

პეკინის საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებები სავსეა კოვიდპაციენტებით. ჩინეთის ჯანდაცვის სისტემა უზარმაზარი დატვირთვის ქვეშ მუშაობს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ მასობრივი პროტესტების შემდეგ უარი თქვა ნულოვან კოვიდ პოლიტიკაზე და კოვიდშეზღუდვები შეამსუბუქა. სამედიცინო დაწესებულებებში მედპერსონალს ისევ უწევს 24-საათიან რეჟიმში მუშაობა, რადგან ბევრი ექიმი და ექთანი დაინფიცირდა. პენსიაზე გასულ მედიკოსებს ისევ სთხოვენ დახმარებას და საავადმყოფოებში დაბრუნებას. ქალაქებში იხსნება ცხელების ცენტრები და დროებითი კოვიდჰოსპიტლები. შანხაიში 2 ათას 600 კოვიდკლინიკაა გახსნილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში