“ნულოვანი ტოლერანტობა”- სააკაშვილის შეწყალების მოწინააღმდეგეთა აქცია პრეზიდენტის ადმინსტრაციასთან

28 დეკემბერი 2022, 14:46 645 ნახვა

,,არ შეიწყალო კრიმინალი “- ამ მთავარი გზავნილით კონტრაქციაა დაგეგმილი სწორედ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. აქციას გამართავენ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები. მანამდე კი 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ გამართა საგანეგბო ბრიფინგი და თქვა, რომ თუ მოქმედი პრეზიდენტი ყოფილს შეიწყალებს, ამით ხელს მოაწერს საკუთარ გადადგომასაც. ბრიფინგზე მურმან დუმბაძის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანია აღშფოთებული ,,ძალა ერთობაშია-გაერთიანებული ოპოზიციის წევრის მსგავსი შეფასებით.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში