რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო - უკრაინული მედია

29 დეკემბერი 2022, 12:35 581 ნახვა

რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო-ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით, სტრატეგიული თვითმფრინავებითა და გემებით უტევს.

,,უკრაინის თავზე რუსული მხარის  მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტაა, რათა გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მასობრივად დახოცოს მოსახლეობა"- განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსული რაკეტები სუმის ოლქშიც ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, აფეთქებების ხმა ისმის ლვოვსა და პოლტავის ოლქში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იბომბება ქალაქი ხარკოვი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში