„ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივები

29 დეკემბერი 2022, 15:13 482 ნახვა

ქართული ოცნების რიგებიდან სიმართლის სათქმელად გასული დეპუტატები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მათი თქმით, საქართველოში უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეოების საქმიანობას შეეხება. – „ხალხის ძალამ“ ამას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, რომელზეც თქვეს, რომ კანონპროექტს დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებით ამზადებენ. ამბობენ, რომ შემოღებული იქნება „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. სამუშაო პროცესი სრულდება და ხალხის ძალა ინიციატივას იანვარში დააინიციირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში