გახარიას პარტიის გადაწყვეტილება - ზურაბ ჯაფარიძის გამოხმაურება

22 ოქტომბერი 2025, 10:54 123 ნახვა

გახარიას გადაწყვეტილება წამომეწია „პარლამენტში“ შესვლასთან დაკავშირებით - არაფერი სანერვიულო არ არის, ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი  - წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. 

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი  პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ბოიკოტის რეჟიმის დასრულებას ეხმაურება და ამბობს, რომ მათი პარლამენტში შესვლით არაფერი იცვლება და მის შეფასებით ეს არის 12 სკამზე დახამებული ადამიანის მიერ გახარიას აწ უკვე წარსულში არსებული რეიტინგის ბოლო გამოყენება პირადი მიზნებისთვის.

„ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი. შეიძლება შეუშვან პარლამენტში, მერე აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა და გამოყარონ. შეიძლება შეუშვან და სანამ რეჟიმის ეს პარლამენტად წოდებული ცირკი იარსებებს, შიგნით კენწლონ და აპარტახონ. შეიძლება შეუშვან, გაზაფხულზე საკონსტიტუციო უმრავლესობაზე გათვლით ვადამდელი ჩაატარონ და ეგრე გამოყარონ. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში“, - წერს ზურა ჯაფარიძე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე