სტოლტენბერგი დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

02 იანვარი 2023, 14:16 448 ნახვა

რუსეთი არ აპირებს უარი თქვას უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აღნიშნავს, რომ  აქედან გამომდინარე დასავლეთის ქვეყნებს  უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა უნდა ჰქონდეთ. 

ბიბისისთნ“ ინტერვიუში სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის წარმატებებმა მცდარი წარმოდგენა არ უნდა შექმნას კიევის სწრაფ გამარჯვებასთან დაკავშირებით.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა ჩაატარა მობილიზაცია და შეავსო სამხედრო რიგები, რაც მეტყველებს იმაზე რომ იგი ომის გასაგრძელებლად ემზადება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში