ძლიერ ქარს, ლანჩხუთში, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

13 იანვარი 2023, 11:11 4870 ნახვა

ძლიერ ქარს, ლანჩხუთში, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დილით,  სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ლესასთან ქარმა ხე წააქცია და მიმავალ ავტომობილს დაეცა, რის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევას ადასტურებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ლანჩხუთში უამინდობის გამო დაზიანებულია გაზსადენი მილები და ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე სოფელსა და ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. ქარმა 100-მდე სახლს გადახადა სახურავი, მათ შორის პოლიციის სამმართველოს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში