"დემოკრატია, კანონის უზენაესობის დაცვა, ადამიანის უფლებები"

27 იანვარი 2023, 17:50 585 ნახვა

"დემოკრატია, კანონის უზენაესობის დაცვა, ადამიანის უფლებები" -აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა . შეხვედრა ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კონფერენციაში 3 უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, შეხვედრას ადგილობრივებთან ერთად უკრაინელი სტუდენტები ესწრებოდნენ. კონფერენციის მიზანი ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციაა. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში