ბათუმში ბაგრატიონის 113 ნომერში მიმდინარე მშენებარე კორპუსის ბინის მესაკუთრეები მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებენ. მათი თქმით, მათთვის გაურკვეველია ამ დრომდე მიზეზები რატომ შეჩერდა პროცესი.
ირკვევა, რომ მშენებლობას თავდაპირველად „როდოს დეველოპმენტი“ ახორციელებდა. ფინანსური დავალიანებების გამო კი არაერთხელ შეიცვალა მშენებელი კომპანიები.
მესაკუთრეები აქამდე გადახდილი თანხის დაბრუნებას ან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
ადგილზე მათ მშენებელი შეხვდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სწორედ კომპანიების შეთანხმების შემდეგ გადაწყდება მესაკუთრეების საკითხი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე