მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ Spiegel-თან

28 იანვარი 2023, 12:01 452 ნახვა

საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მისმა წინამორბედმა დიმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს. მისივე თქმით, ის, რაც მის თავს ხდება, არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ნათელი "მესიჯი".

საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ცოცხალი გადარჩება, იგი საკუთარ მომავალს მხოლოდ უკრაინაში ხედავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში