„ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერს ირჩევს

28 იანვარი 2023, 20:01 805 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობაში'' მიმდინარე საარჩევნო პროცესს პოლიტიკოსები აფასებენ. ''ქართული ოცნების'' დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ''ნაციონალურ მოძრაობაში'' მიმდინარე მოვლენები არის პარტიის გახლეჩის და ნგრევის დასაწყისი, რომელსაც ხაბეიშვილი უდგას სათავეში.

პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პაატა მანჯგალაძე კი მიიჩნევს, რომ ''ნაციონალურ მოძრაობაში'' რაც ხდება, ეს არის ''ქართული ოცნებისა'' და რუსული სპეცსამსახურების მცდელობა, რომ დაიშალოს ძლიერი ოპოზიციური პარტია. 

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით კი მანჯგალაძე ამბობს, რომ  იყო შეცდომა და ამის მოსურნე ''ნაციონალურ მოძრაობაში'' ბევრი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში