საგამოძიებო მოქმედებები ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში - ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ჩხრეკა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება, თუმცა უცნობია, რას ედავებიან ექს-პრემიერს და ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებმაც დაკავებული პოსტები თვეების წინ დატოვეს.
საქმეში ფიგურირებს ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული რვა პირიც, თუმცა მათი ვინაობა არ დაკონკრეტებულა.ცნობილია, რომ სისხლის სამართლის საქმეებს გენერალური პროკურატურა და სუს-ის ორი ორი დეპარტამენტი, მათ შორის ანტიკორუფციული დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა და ელექტრონული მოწყობილობები.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე