ქობულეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს რეაბილიტაცია იგეგმება, სამუშაობისთვის გამგეობა 990 ათას 660 ლარს დახარჯავს. პროექტის ფარგლებში ეზოებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, და მწვანე ზოლი, გზის სავალი ნაწილი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.