სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ არის, მივმართავ საქართველოს მთავრობას, ნება დართონ სააკაშვილს იმკურნალოს საზღვარგარეთ - მირიამ ლექსმანი

02 თებერვალი 2023, 14:25 572 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ არის. თამაში, ხრიკები და ტყუილები უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

„საქართველოს ხელისუფლების ეს სამარცხვინო მოქმედება პირდაპირ წინააღმდეგობაშია მთავრობის მიერ გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებთან, მის პრინციპებთან და ღირებულებებთან. როგორც ეს ამ პარლამენტის წევრებმა ბევრჯერ გააკეთეს გასულ კვირებში და თვეებში.

მე კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მთავრობას, ნება დართონ სააკაშვილს იმკურნალოს საზღვარგარეთ ნებისმიერი დაგვიანების გარეშე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა დაიღუპოს ციხეში. საქართველოს ხელისუფლება ატარებს სრულ პასუხისმგებლობას მის ჯანმრთელობაზე, კარგად ყოფნაზე და პასუხისმგებელი იქნება ყველაფერზე, რაც მას დაემართება“, – განაცხადა ლექსმანმა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში