მოლდოვის ცესკო-ს ცნობით, ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შედეგად, მაია სანდუს პარტია ხმათა 50.03 პროცენტით პირველ ადგილზეა

29 სექტემბერი 2025, 09:57 117 ნახვა

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შედეგად, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.03 პროცენტით პირველ ადგილზეა.

მეორე ადგილს კი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს, 24.26 პროცენტით.

ბარიერი გადალახა და 7.99 პროცენტით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“ დედაქალაქის მერის ხელმძღვანელობით. „ჩვენი პარტია“ 6.21 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტიაა 5.63 პროცენტით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე