ამირან გოგოლაძე ოქტაგონზე ბრუნდება. ქართველმა მებრძოლმა ბოლოს აგვისტოში იბრძოლა დანა ვაითის კონტენდერ სერიების ფარგლებში, სადაც ამერიკელ დარიუს ფლაუზერს დაუპირისპირდა და ხელის ამოვარდნის გამო ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ამირან გოგოლაძე ჩეხურ-სლოვაკურ ორგანიზაცია ოქტაგონზე იჩხუბებს, მილიონიანი გრანპრის მოსაგებად.
ქართველის მეტოქე დანიელი ლუის გლისმანი იქნება. ტურნირზე 15 მებრძოლი და პლიუს მაყურებლის შერჩეული კიდევ ერთი სპორტსმენი იასპარეზებს.
ამერიკელ გლისმანს 9 მოგება და 2 მარცხი აქვს, ხოლო ქართველის მოგება წაგების ბალანსი 14-3-ზეა. ამირანი 4 მარტს იჩხუბებს და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში გავა.