თურქეთი VS საქართველო

14 ოქტომბერი 2025, 11:11 108 ნახვა

დღეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩს თურქეთის წინააღმდეგ, იზმითში გამართავს. ჩვენმა გუნდმა მატჩამდე ერთი დღით ადრე, თამაშის მასპინძელ ქოჯაელის სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ჩვენს ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს ცხრა ქულით, მეორეზეა თურქეთი, რომელსაც ექვსი ქულა აქვს, საქართველო კი სამი ქულით მესამე პოზიციას იკავებს და ამ მატჩში „ჯვაროსნებს“ გამარჯვება აუცილებლად სჭირდებათ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნონ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა უპასუხეს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში