ბათუმში დასრულდა მოჭადრაკეთა გუნდური ჩემპიონატი ქალთა 36 და ვაჟთა 40 ნაკრების მონაწილეობით, მათ შორის შვიდი გუნდი საქართველოს წარმოადგენდა, მაგრამ კვარცხლბეკზე ასვლა ვერავინ შეძლო.
საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები მეექვსე ადგილზე გავიდა, მე-15 ადგილი დაიკავა ქალთა მეორე ნაკრებმა, მესამე კი 24-ე პოზიციას დასჯერდა. ქალებში საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: ჩემპიონი პოლონეთი გახდა, მეორე-მესამე ადგილზებზე, შესაბამისად, უკრაინა და გერმანია გავიდნენ.
ვაჟთა შორის ჩემპიონი უკრაინის გუნდი გახდა, შემდეგ იყვნენ აზერბაიჯანი და სერბეთი.
საქართველოს 4 გუნდიდან 12 ქულით საუკეთესო იყო მე-6 ადგილზე გასული მეორე ნაკრები, რომელმაც ბოლო ტურში სომხეთს აჯობა. მეორე გუნდს 2 ქულით ჩამორჩა პირველი ნაკრები.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე