საბა ხარებაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ტალანტებში

16 ოქტომბერი 2025, 09:26 100 ნახვა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ 17 წლის მცველი საბა ხარებაშვილი ავტორიტეტულმა გამოცემა „გარდიანმა“ 2025 წლის მსოფლიოს 60 საუკეთესო ტალანტს შორის დაასახელა. „საბა ხარებაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია.

იმავე სკოლიდან მოდის, სადაც ხვიჩა კვარაცხელია აღიზარდა. იგი გახდა „დინამო თბილისის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც კლუბის მაისურით ევროტურნირზე ითამაშა. ეს მოხდა გასული წლის ივლისში, როდესაც 15 წლისა და 10 თვის ასაკში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოედანზე გავიდა.

ხარებაშვილმა უკვე მოასწრო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარება და ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა. მის პროგრესს აკვირდებიან „რეალი“ და „ბარსელონა“, ხოლო „ლივერპულში“ ფიქრობენ, რომ საბა ხარებაშვილს აქვს პოტენციალი, მომავალ წლებში მარცხენა ფლანგის მთავარი ფიგურა გახდეს“, – წერს „გარდიანი“.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში