მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი უკან გაიტან

07 თებერვალი 2023, 20:29 607 ნახვა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინარმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გამოიხმო. შესაბამისი აქტი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში განმარტებული არაა, თუ რა მოტივით მიიღო საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საუბარია საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის ელჩების დანიშვნაზე უარს ეხება.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2022 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრეზიდენტს შესთავაზა: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გაეროში დავით ბაქრაძე დაენიშნა, ასევე, კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებზე – კახა იმნაძე.

„საქართველოს პრეზიდენტმა ხსენებული წარდგინებების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიაჩნდა შესაბამის თანამდებობებზე მითითებული კანდიდატურების დანიშვნა. საქართველოს მთავრობის პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტი წარდგინებების უარყოფითა და უმოქმედობით, რაც გამოიხატა წარდგენილი კანდიდატების არდანიშვნაში, პირდაპირ შეიჭრა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა“, – ეწერა სარჩელში.

მთავრობა ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ელჩი სახელმწიფოს წარმოადგენს და „მნიშვნელოვანია, მისი დანიშვნა იმ ორგანოს მიერ ხორციელდებოდეს, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს ატარებს“, – აღნიშნული იყო სარჩელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში