ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი

20 თებერვალი 2023, 14:55 523 ნახვა

ამ წუთებში ზუგდიდის სასამართლოში საქართველოს  ბანკის თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი იწყება. იგი სასამართლო დარბაზში უკვე მიიყვანეს. დღევანდელ პროცესზე მძევლების გამოკითხვა იგეგმება. 

დღევანდელი სხდომა ითვალისწინებს მხოლოდ ძველ ბრალდებებზე მსჯელობას - საუბარია ტერორისტული აქტის და ტერორისტული  მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებაზე.

ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებისთვის დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს წაუყენეს. დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში