ბოროტება თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ

24 თებერვალი 2023, 20:32 509 ნახვა

ერთი  წლის წინ, გამთენიისას რუსეთი  იწყებს უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს-  სპეციალური სამხედრო ოპერაციის სახელით, რომლის მიზანი როგორც ვლადიმერ პუტინი ამას ხშირად იმეორებდა  უკრაინის დემილიტარიზაცია  და დენაციფიკაცია უნდა გამხდარიყო.    მას შემდეგ უკვე 1 წელია სამხედრო ოპერაციის მაგივრად  სრულმასშტაბიან ომს ვხედავთ. უკრაინის პრეზიდენტმა პირველ ვიდეომიმართვა მეორე დღესვე გაავრცელა და მოკავშირეებს დახმარებისკენ მოუწოდა. მას შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვების ციკლი ტრადიციად იქცა და ყოველდღიურად ის გასული დღე -ღამის შედეგებს აჯამებს და შეიძლება ითქვას, მოსახლეობას ამხნევებს კიდეც.   გვახსოვს ვითარება მარიუპოლშიც, რომელსაც აზოვსტალის დამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში გმირულად იცავდნენ. გვახსოვს ადამიანური გმირობის ისტორიები, როდესაც მოსახლეობა საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანდა და ქვეყნის დამცველებს ყველა თავისებურად ეხმარებოდა.  ომს შეეწირა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, მათ შორის ბავშვების.  დაიღუპნენ  სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა შორის  36 ქართველია.  მათ შორის იყო   21 წლის  ნიკოლოზ შანავა. დღემდე უკრაინაში სასტიკი ბრძოლებია. რუსეთის სისასტიკის ერთი წელი ჩვენს რეპორტაჟში.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში