უკრაინის ქალაქ დნეპრზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, „სუსპილნესა“ და რადიო „დნიპროს“ შენობა. დაშავებულია ორი ადამიანი, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა. „სუსპილნეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ შენობაში ამ დრომდე ხანძარია. მათივე თქმით, იერიშის დროს შენობაში თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ.