უეფას ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის წილისყრა გაიმართა

24 თებერვალი 2023, 21:02 500 ნახვა

უეფას ევროპა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა. წყვილები ასე გამოიყურება: არსენალი სპორტინგს დაუპირისპირდება, ბეტისი მანჩესტერ იუნაიტედს, ესპანური რეალ სოსიედადი რომას შეხვდება, ფრაიბურგი იუვენტუსს, ფენერბაჰჩე სევილიას, უნიონ სენ-ჟილი უნიონ ბერლინს დაუპირისპირდება, ფეინოორდი გიორგი გოჩოლეიშვილის შახტარს და ფერენცვაროში ლევერკუზენს. ასევე გაიმართა უეფას კონფერენციის ლიგის წილისყრა, ამ ტურნირის წყვილები კი ასეთია: აეკ ლარნაკა ვესტ ჰემს შეხვდება, ფიორენტინა სივასპორს დაუპირისპირდება, იტალიური ლაციო ალკმაარს, ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის ლეხი დიურგარდენს შეხვდება, შერიფი ნიცას ანდერლეხტის ვილიარეალს, გენტი ბაშაკშეჰირს და ბაზელი გურამ კაშიას,გიორგი ჩაკვეტაძეს და ჯაბა კანკავას სლოვანს. როგორც ევროპა ლიგის, ასევე კონფერენს ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები 9 მარტს გაიმართება, განმეორებითი კი 16 მარტს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში