ახალგაზრდა მოკრივეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება საქართველოს სპორტის მინისტრმა მიულოცა.
ჩეხეთში კრივში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა, ბიჭებში კი გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს ლუკა ჩხიკვაძემ, აკაკი ბასარიამ და ზუკა ჭოჭუამ, ვიცე-ჩემპიონები კი დავით მხეცაძე და ელნურ აბდულაევი გახდნენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე