კაცის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო

28 თებერვალი 2023, 14:13 568 ნახვა

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალდებული ჯამბულ ჯიჯავაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ წინა სასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის შეცვლის საკითხზე მსჯელობისას მიიღო.

ბრალდების მხარე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და არგუმენტად თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებს ასახელებდა.

ადვოკატებმა ახალ გარემოებად ბრალდებულის და დაზარალებულის მორიგება დაასახელეს  და გირაოს სახით სასამართლოს 20 000 ლარი შესთავაზეს. 

ბრალდებული  წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება  და მოსამართლეს უთხრა,  რომ დაზარალებულისთვის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია.

მოსამართლემ დღეს მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობის შუამდგომლობებიც განიხილა.   გამოძიება ჯამბულ ჯიჯავაძეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება.

ქმედება კვალიფიცირებულია სახის წარუშლელი დამახინჯების ნიშნით. საქმის არსებითად განხილვა 14 მარტს 14:30 საათზე დაიწყება.   

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში