დემოკრატიის ელემენტარული პრინციპია, რომ აქტორები, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების ფორმირებაში, უნდა იყვნენ გამჭირვალე, აქ ახალი არაფერია - შალვა პაპუაშვილი

01 მარტი 2023, 19:19 697 ნახვა

ჩვენთვის მთავარი არის გამჭირვალობის პრინციპი, ეს იმდენად ელემენტარული ჭეშმარიტებაა, ამაზე არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არც სხვასთან, არასდროს ყოფილა კამათი, რომ ეს არის დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი, – ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„პოზიცია არის გასაგები, რომ ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ ვენეციის კომისიას, რათა მოვისმინოთ ვენეციის კომისიის მოსაზრება. ვენეციის კომისიის მოსაზრება რა იქნება, წინსწრებით რთულია, თქვა და აქედან გამომდინარე, რთულია პოზიციების თქმა. რაც შეეხება პოზიციას გამჭირვალობასთან დაკავშირებით, ამაზე არ მგონია, რამე შესაცვლელი იყოს. დემოკრატიის ელემენტარული პრინციპია, რომ ის აქტორები, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების მიღების ფორმირებაში, უნდა იყვნენ გამჭირვალე. ეს არის ელემენტარული სტანდარტი და აქ ახალი არაფერია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების საკითხს, პარლამენტის თავჯდომარის თქმით, წინ არის კანონპროექტის განხილვის რამდენიმეთვიანი პროცესი და წინასწარ რამის თქმა რთულია.

„რაც შეეხება ვეტოს, პრინციპებს და ა.შ., ჩვენ ვართ ამ დისკუსიის აბსოლუტურ დასაწყისში. ჯერ წინ არის რამდენიმეთვიანი პროცესი. მით უმეტეს, ვენეციის კომისიის დასკვნას თუ დაველოდებით. ამიტომ ვეტო იქნება, საბოლოო შინაარსი რა იქნება, აქ წინსწრებით ვერავინ იტყვის. ჩვენთვის მთავარი არის გამჭირვალობის პრინციპი. ის საზომი, რომელიც მიეყენება ყველას, ვინც არის გადაწყვეტილების მიღების და ფორმირების წრეში, უნდა მიეყენოს ყველას. მგონი, ეს არის იმდენად ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ამაზე სხვათა შორის არსად, არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არც სხვასთან, არასდროს ყოფილა კამათი, რომ ეს არის დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით , აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ორი მთავარი საკითხია, გამჭვირვალობის პრინციპი და ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დაელოდებიან.

„ორი საკითხია მთავარი, ხომ?! ერთია პრინციპი გამჭირვალობის, რომელზეც ყველა თანხმდება თავის არსში. მეორე საკითხია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იყოს. სხვა დანარჩენი, როდის იქნება დისკუსია, რამდენი, ეს ტექნიკური დეტალებია. მაგრამ ეს ორი, პროცედურულად პრინციპული საკითხი რაც არის,  რომ გამჭვირვალობაზე უნდა გავასწოროთ ჩვენ ფოკუსი და მეორე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდოთ, ეს გვაჩვენებს ამ დისკუსიის სავარაუდო შინაარსსაც და ასევე, გვაჩვენებს პროცესს თავის ხანგრძლივობაში. ვენეციის კომისიას რამდენიმე თვე დასჭირდება რეკომენდაციისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში