რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა - პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

08 მარტი 2023, 16:38 419 ნახვა

რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან, მოქალაქეები იკრიბებიან, აქვე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.

აქციის მონაწილეებს საქართველოს და ევროკავშირის დროშები მიაქვთ. ისინი დღეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

დღეს, 19:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაა დაგეგმილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში