ემანუელ მაკრონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ქართულად ეხმაურება

10 მარტი 2023, 12:45 672 ნახვა

ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ქართულად წერს.

"გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“, - წერს მაკრონი, რითაც ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში