ანტისამთავრობო აქცია მოლდოვაში

13 მარტი 2023, 14:10 457 ნახვა

მოლდოვაში ოპოზიცია პრეზიდენტს მშვიდობიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციების ჩახშობაში ადანაშაულებს. კიშინიოვში საპროტესტო აქციას წინ მიუძღვებოდა ყოფილი ჩოგბურთელი მარინა ტაუბერი, რომელიც ახლა პარტია სორის თავმჯდომარის მოადგილე და დეპუტატია.

ტაუბერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისმა პარტიამ შეაგროვა 700 ათასი ხელმოწერა ახალი არჩევნების მოთხოვნით. მთავარი ოპოზიციური პარტია აპროტესტებს  პრეზიდენტ სანდუს პროუკრაინულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ეს ზრდის მოლდოვის კონფლიქტში ჩართვის შანსს.

სანდუს მთავრობის ოფიციალური წარმოადგენლები უარყოფენ ოპოზიციის ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ კონფლიქტში ჩართვის თავიდან ასაცილებლად. მათი მტკიცებით, ქვეყანა მოსკოვის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული კამპანიის გამო მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომლის მიზანი  2020 წელს არჩეული პრეზიდენტის მაია სანდუს მთავრობის დესტაბილიზაციაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში